воскресенье, 12 октября 2014 г.
суббота, 11 октября 2014 г.
ტრენინგის მე-8 დღე
დღეს გავიარეთ მე-6 მოდული,კერძოდ დიფერენცირებული სწავლება ყველა ტიპის მოსწავლეებისთვის,მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებისთვის შევქმენით დამხმარე რესურსი.
воскресенье, 5 октября 2014 г.
მე-7 დღე
დღეს გავიარეთ შეფასების რუბრიკები და დამოუკიდებლად შევქმენით შეფასების რუბრიკები,რომელსაც შემდეგში გამოვიყენებთ მოსწავლეთა პროექტის შესაფასებლად,ძალიან საინტერესო დღე იყო.ასევე განვსაზღვრეთ შეფასების კრიტერიუმის ხვედრითი წონა, ამ ყველაფრის დახმარებით მე შევაფასებ მოსწავლის ნამუშევარს.
суббота, 27 сентября 2014 г.
ტრენინგის მეოთხე დღე
ძალიან საინტერესო დღე იყო.დავასრულეთ მეორე მოდულზე მუშაობა.ვისწავლეთ საკვანძო კითხვების შედგენა და ეს კითხვები ჩავწერეთ ჩვენი პროექტის გეგმაში.ასევე გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო.განვიხილეთ შეფასების ხუთი მიზანი.გავაკეთეთ შეფასების შეჯამება.
воскресенье, 21 сентября 2014 г.
ტრენინგის მესამე დღე
საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი:
1.გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას,
2.დაწყებული სასწავლო პროექტის გეგმა გავაგრძელეთ და ჩავწერეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან საგნობრივი სტანდარტი და პროექტის მიზანი.
3. დავასრულეთ მშობლის ბუკლეტი .
4.ამ ყველაფერს წინ უძღოდა სახელმძღვანელოს მეორე მოდულის გაცნობა.
1.გავეცანით ბლუმის განახლებულ ტაქსონომიას,
2.დაწყებული სასწავლო პროექტის გეგმა გავაგრძელეთ და ჩავწერეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან საგნობრივი სტანდარტი და პროექტის მიზანი.
3. დავასრულეთ მშობლის ბუკლეტი .
4.ამ ყველაფერს წინ უძღოდა სახელმძღვანელოს მეორე მოდულის გაცნობა.
суббота, 20 сентября 2014 г.
ტრენინგის მეორე დღე
ძალიან საინტერესო იყო ტრენინგის მეორე დღე. ვისწავლეთ ბლოგზე პოსტის გამოქვეყნება,ასევე, კომენტარისა და რეფლექსიის გამოქვეყნება.გავეცანით სახელმძღვანელოს პირველი მოდულის მეორე ნაწილს. დავიწყეთ მშობლის ბუკლეტის დამზადება.პირველი გვერდი უკვე მზად გვაქვს და საშინაო დავალებას მოვამზადებთ ბუკლეტის მეორე გვერისთვის,რომელიც მოიცავს პროექტის მოკლე აღწერას თავისი ქვესათაურებით.მუშაობის პროცესში ერთმანეთის ნამუშევრებსაც ვეცნობოდით.მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო მეორე დღისთვის.
пятница, 19 сентября 2014 г.
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით სახელმძღვანელოს,გავიგეთ, რომ კურსი არის 9-დღიანი ანუ 36-საათიანი.დაწვრილებით წავიკითხეთ 21-ე საუკუნის უნარები,ვნახეთ სასწავლო პროექტის შაბლონი, შევქმენით პროექტის პორტფოლიო დოკუმენტებით და ასევე ვნახეთ სასწავლო პროექტი სახელწოდებით ,,რომეო და ჯულიეტა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)